საქართველო ყაზახეთში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდას გეგმავს
საქართველო ყაზახეთში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახური კომპანიის „ფუდ კონტრაქტ კორპორეიშენ“ (Food Contract Corporation) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, მათ შორის, ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მარცვლეული კულტურების შენახვა, გაშრობა, გადამუშავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებსაც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

ყაზახური კომპანიის „ფუდ კონტრაქტ კორპორეიშენ“ წარმომადგენლები კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოში ხორბლისა და ფქვილის იმპორტის განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

დატოვე კომენტარი