საქართველო XV-ის 30-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
საქართველო XV-ის 30-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

საქართველო XV 17 და 24 იანვარს სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონ „ხაგუარესთან“ ითამაშებს. ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილი ნაკრები არგენტინაში 12 იანვარს გაემგზავრება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე მყოფ 35 მოთამაშედან უკვე დაასახელა ის 30 მორაგბე ვინც სამხრეთ ამერიკულ ტურნეში გაემგზავრება. საზარდულის ტრავმის გამო გუნდს აკაკი ტაბუცაძე დააკლდა, რომლის მკურნალობასაც 2-3 კვირა დასჭირდება. ხამაშურიძემ აქცენტი გამოცდილ ბურჯებზე გააკეთა. როგორც მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა ნიკა აბულაძე და შოთა გოგისვანიძე შანსს სხვა დროს მიიღებენ. ჩვენს ნაკრებს არგენტინაში გამოცდილი პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი უკაპიტნებს.

შერკინება: ზურაბ ერისთავი (ბათუმი) ბექა გვარამია (აკადემია) გოგა ხუროშვილი (არმაზი2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი),რევაზ წიკლაური (აია ), ნიკა პატარაია (სტიაუა, რუმინეთი ), ანტონ ფეიქრიშვილი, ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), სანდრო ქოიავა (ბათუმი), თორნიკე ზოიძე (აკადემია), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი), დაჩი კოპაძე (ჯიქი), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი), გურამ შენგელია (აია),

ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, ), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი),ნიკა გიგაური(არმაზი), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, ), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი).

დატოვე კომენტარი