საქართველო XV - არგენტინა XV - გუნდების შემადგენლობა | ზაფხულის თასი
საქართველო XV - არგენტინა XV - გუნდების შემადგენლობა | ზაფხულის თასი

ხვალ საღამოს, 19 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე პირველი საერთაშორისო საკლუბო-სანაკრებო ტურნირის – „რაგბის ზაფხულის თასის“ პირველი შეხვედრა დაიწყება, რომელშიც საქართველო XV არგენტინა XV-ს შეხვდება.

გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს ის შემადგენლობები, რომლითაც ზაფხულის თასის პირველ მატჩს ჩაატარებენ. რადგან ტურნირი განვითარებას ემსახურება, სამატჩო განაცხადში კლასიკური 23 მორაგბის ნაცვლად, 25 ან მეტი მოთამაშეა და დაშვებულია 12 როტაციული შეცვლა .

საქართველო XV-ის სასტარტო შემადგენლობაში ყველაზე მეტი – 6 მოთამაშე გორის „ჯიქიდანაა“. ძირითადში ოთხი ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშეს.

რაგბის ზაფხულის თასი 2018

თბილისი. მიხეილ მესხი. 19 საათი

საქართველო XV – არგენტინა XV

საქართველო XV: 15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. სანდრო სვანიძე (არმაზი), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო), 12. თემურ ირემაძე (აია), 11. გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, კაპ.), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. მიხეილ ალანია (ჯიქი); 1. მიხეილ ორაგველიძე (ჯიქი), 2. გიორგი ჭყოიძე (ლელო), 3. ტარიელ დონაძე (ბათუმი), 4. არსენ ტრაპაიძე (ჯიქი), 5. გელა შალამბერიძე (აია), 6. გუგა შენგელია (ჯიქი), 7. ბექა საღინაძე (ლელო), 8. ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი).

მარქაფა: 16. ჟორჟ სალდაძე (აია), 17. გოგა ხუროშვილი (არმაზი), 18. მიხეილ ფსუტური (ჯიქი), 19. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 21. ილია სპანდერაშვილი (არმაზი), 22. დავით კლდიაშვილი (ჯიქი), 23. დემურ თაფლაძე (ლელო), 24. გიორგი ჭუაძე (აკადემია), 25. ბექა მამუკაშვილი (ლელო).

არგენტინა XV: 15. გასტონ არიას, 14. ფაკუნდო კორდერო, 13. სანტიაგო რესინო, 12. სანტიაგო კარერას, 11. ხულიან დომინგეს, 10. ლუკას მენსა, 9. ფელიპე ესკურა (კაპ.); 1. მაშკო ვივას, 2. დიეგო ფორტუნი, 3. ნიკოლას ლეივა, 4. ფრანკო მოლინა, 5. იგნასიო ლარაგე, 6. სანტიაგო გრონდონა, 7. ფრანსისკო გორისენ, 8. როდრიგო ვრუნი.

მარქაფა: 16. აგუსტინ მასეირას, 17. ფრანკო ვრარდა, 18. მარკო სისიოლი, 19. ფრედერიკო გუტიერესი, 20. ლაუტარო ვავარო, 21. ტომას კუველი, 22. ვაუტისტა დერო, 23. ლეოპოლდო ერერა, ლუკას ფავრე, სანტიაგო პორტიშო.

 

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი