საქართველო XV 23 - 22 არგენტინა XV | ზაფხულის თასი
საქართველო XV 23 - 22 არგენტინა XV | ზაფხულის თასი

ზაფხულის თასის გახსნით შეხვედრაში საქართველო XV არგენტინა XV-ს დაუპირისპირდა და მეტოქე სანახაობრივ შეხვედრაში დაამარცხა.

მატჩის მე-4 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ – საჯარიმო ზუსტად გასტონ არიასმა დაარტყა. შეხვედრის პირველი ლელო მე-15 წუთზე ნიკოლოზ სუხაშვილმა შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ დაამიწა და მასპინძლები პირველად დააწინაურა.

არგენტინელები არ დაიბნენ და მეტოქეს მე-19 და 22-ე წუთებზე ორი ლელო დაუდეს (კორდერო, ვრუნი). პირველი ნახევრის დასრულებამდე სტუმრებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოასწრეს (ვივასი 30′) და ტაიმი კომფორტული უპირატესობით – 7:22 მოიგეს.

მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა – პირველ ოც წუთში ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 13 უპასუხო ქულა გაუკეთეს და ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა – 20:22.

მატჩის მიწურულს მასპინძლებმა მოუმატეს და 75-ე წუთზე თედო აბჟანდანაძემ საქართველო XV საკუთარი ნახევრიდან დარტყმული ჯარიმით დააწინაურა – 23-22.

დარჩენილ დროში არგენტინელები გააქტიურდნენ, თუმცა ლელოს დადება ვერ მოახერხეს და შეხვედრა საქართველო XV-ის ერთ ქულიანი გამარჯვებით დასრულდა – 23-22.

ტურნირის მომდევნო შეხვედრაში საქართველო XV ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 3 აგვისტოს, 21:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.