საქართველო XV 18:20 ბრაზილია | ზაფხულის თასი
საქართველო XV 18:20 ბრაზილია | ზაფხულის თასი

„ზაფხულის თასის“ ბოლო შეხვედრაში საქართველო XV ბრაზილიას დაუპირისპირდა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 18:20 დათმო.

მატჩის პირველი ლელო მე-14 წუთზე ჭყოიძემ შესანიშნავად ჩამოყალიბებული მოლის შემდეგ დადო. ბრაზილიელები მალევე კაცნაკლულები დარჩნენ, თუმცა მათ მასპინძლების ლელო გაქვითვა და წინ გასვლა მაინც მოახერხეს (დანიეუ სანსერი 24′).

ტაიმის დასრულებამდე ქართველთა მორიგი ლელო გურამ შენგელიამ კვლავ მოლის შემდეგ მიითვალა და პირველი ტაიმი საქართველო XV-მა მცირე უპირატესობით – 15:13 მოიგო.

დაპირისპირების მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ და 58-ე წუთზე გადამწყვეტი ლელო დანიეუს ძმამ, ფელიპი სანსერიმ დადო – 18:20.

დარჩენილ დროში ქართველი მორაგბეები დაწინაურებას ცდილობდნენ, თუმცა სამხრეთ ამერიკელებმა თავი კარგად დაიცვეს და უმცირესი უპირატესობა საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნეს.

„ზაფხულის თასის“ გამარჯვებული პარიზული „რასინგი“ გახდა, რომელმაც მეორე ტურის პირველ შეხვედრაში არგენტინა XV ექვს ქულიანი სხვაობით – 14:8 დაამარცხა.