საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიზნობრივ ფონდში 20 ათას ევროს შეიტანს
საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიზნობრივ ფონდში (Trust Fund) 20 ათას ევროს შეიტანს.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, თანხის გამოყოფა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან დაევალა.
ფონდი 2004 წელს შეიქმნა და მიზი მიზანი გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, ომის დანაშაულისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებაა.