საქართველო შვეიცარიის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს
შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, ღვინის საერთაშორისო გამოფენა Expovina იმართება, რომელშიც საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით პირველად მონაწილეობს.
Expovina განსაკუთრებული მდებარეობითა და ფორმატით გამოირჩევა – გამოფენა ყოველი წლის შემოდგომაზე ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე იმართება.
აღნიშნულ გამოფენაზე ტრადიციულად დაახლოებით 4 ათასი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მას 65 ათასამდე ღვინის იმპორტიორი ესწრება.
გამოფენას გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა დაესწრო. მისი შეფასებით, გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით დასწრება ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება და მსოფლიოს სურს, ქართული ღვინის შესახებ მეტი გაიგოს.