დღეს, საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს აქვს შანსი, რომ ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდეს, შვედეთს კი შეუძლია მუნდიალის საგზური მოიპოვოს.
მდგომარეობა შესარჩევ ჯგუფში:
ჯგუფის გამარჯვებული 2022 წლის ყატარში გასამარ მსოფლიო ჩემპიონატზე გადის. მეორეადგილოსნები და ერთა ლიგის ორი გუნდი პლეი ოფში კიდევ სამი ადგილისთვის იბრძოლებენ.
შვედეთი მსოფლიო ჩემპიონატს უმიზნებს
საქართველოსთან გამარჯვებით ან ესპანეთთან ფრით შვედეთი ჯგუფში პირველობას დაიბევებს და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება. თუ შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, მუნდიალისკენ გზა უფრო გაურთულდება. ამიტომ ბათუმში გასამართი მატჩისთვის იანე ანდერსონის გუნდი განსაკუთრებით ემზადება.
შვედეთის ნაკრები საქართველოში დანაკლისით გვესტუმრა – გუნდს გამოაკლდა ოთხი ცენტრალური მცველი – პონტუს იანსონი („ბრენდფორდი“, სანაკრებო კარიერა დაასრულა), კორონავირუსის გამო იზოლირებული მარკუს დანიელსონი („დალიანი“), ტრავმირებული ფილიპ ჰელანდერი („გლაზგო რეინჯერსი“) და კარლ სტარფელტი („სელტიკი“).
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა დაცვის ცენტრში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ბუნდესლიგიდან ბილეფელდის „არმინიას“ 27 წლის მცველი იოაკიმ ნილსონი მიიწვია. ამას გარდა, „უოტფორდის“ ტრავმირებული ნახევარმცველი კენ სემა „მეხელენიდან“ ქერიმ მრაბტიმ შეცვალა.
რაც მთავარია – შვედები ბათუმში ზლატან იბრაჰმოვიჩით ჩამოვიდნენ, ის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე უბრუნდება.
შვედეთის ნაკრები საქართველოსა და ესპანეთის წინააღმდეგ
მეკარეები: პონტუს დალბერგი (დონკასტერ როვერსი), რობინ ოლსენი (შეფილდ იუნაიტედი), კრისტოფერ ნორდფელდი (აიკ).
მცველები: ემილ კრაფტი (ნიუკასლი), მარტინ ოლსონი (მალმიო), ვიქტორ ნილსონ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი), იოაკიმ ნილსონი (არმინია ბილეფელდი), ალექსანდრე მილოშევიჩი (აიკ), ლუდვიგ ავგუსტინსონი (სევილია), დანიელ სანდგრენი (არისი), სებასტიან ჰოლმენი (რიზესპორი).
ნახევარმცველები: კრისტოფერ ოლსონი (ანდერლეხტი), რობინ კუეისონი (ალ-ეტიფაკი), მათიას სვანბერგი (ბოლონია), იენს კაიუსტე (ცენტრალური იუტლანდია), ემილ ფორსბერგი (ლაიფციგი), მაგნუს ერიქსონი (იურგარდენი), ქერიმ მრაბტი (მეხელენი), ოსკარ ლევიცკი (მალმიო), ალბინ ეკდალი (სამპდორია).
თავდამსხმელები: ალექსანდრ ისაკი (რეალ სოსიედადი), იესპერ კარლსონი (ალკმაარი), ვიქტორ დიუკერესი (ქოვენთრი), ვიქტორ კლასონი (კრასნოდარი), დეიან კულუსევსკი (იუვენტუსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი).
საქართველო VS შვედეთი – ბოლო შეხვედრა
შვედეთი საქართველოს მხოლოდ ერთხელ შეხვდა. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სტარტზე, გაზაფხულზე, როდესაც შვედეთმა „ფრენდს არენაზე“ ვიქტორ კლაესონის გოლით 1:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრები კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, რეიტინგის და სამომავლოდ უკეთეს კალათაში მოსახვედრად მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფში ბოლო ადგილი სწორედ ბალკანური ტერიტორიის წარმომადგენლებმა დაიკავონ.
სამწუხაროდ, გუნდს კვლავ დააკლდება ოთარ კიტეიშვილი, გამოგვაკლდა გიორგი მიქაუტაძე, ხოლო ბოლო ვარჯიშზე საქართველოს ნაკრების საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა და მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილს არ ყოფილა. ამას გარდა, ყვითელი ბარათების გამო, შვედეთის წინააღმდეგ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ვერ ითამაშებენ.
საქართველო – ოქრიაშვილს არ უვარჯიშია
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა შვედეთისა და უზბეკეთის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი).
ნახევარმცველები/თავდასხმელები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი).