საქართველო-შვედეთი | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT
საქართველო-შვედეთი | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 11 ნოემბერს შვედეთთან საშინაო მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება, რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ყველა პოზიციაზე იმდენი საინტერესო ფეხბურთელია, სასტარტო თერთმეტეულის შერჩევა იოლი არ იქნება.

გთავაზობთ ინტერაქციულ მოედანს, რომელზეც თავად შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენთვის სასურველი ფეხბურთელი. გამოსცადეთ საკუთარი თავი, დაიმახსოვრეთ თქვენი შემადგენლობა და შეადარეთ ვილი სანიოლის ვერსიას, რომელსაც ის უშუალოდ მატჩის წინ გამოაქვეყნებს.