საქართველო-საბერძნეთის მატჩი დღეს 19:00 საათზე დაიწყება | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში
საქართველო-საბერძნეთის მატჩი დღეს 19:00 საათზე დაიწყება | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდი მორიგ შეხვედრას საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და ბუდაპეშტიდან პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქეს ანგარიშით 9:7 სძლია. ჩვენს გუნდს კონტინენტის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა გარანტირებული აქვს.

მომდევნო თამაშების განრიგი ასეთია:

18 იანვარი, შაბათი: იტალია-საქართველო –  17:30

20 იანვარი, ორშაბათი: B4 – D4  – 16:00 და  B2-D3 – 20:30

22 იანვარი, ოთხშაბათი – მატჩი მე-15 და მე-16 ადგილებისთვის – 13:00; მატჩი მე-13 და მე-14 ადგილებისთვის – 14:30

24 იანვარი, პარასკევი – ნახევარფინალები –  20:30  და 22:00

26 იანვარი, კვირა  – მატჩი მესამე ადგილისთვის – 19:00

26 იანვარი, კვირა  – ფინალი – 22:00

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.

საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე