საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონზე გადის, დროებით დაკეტილია
საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონზე გადის, დროებით დაკეტილია

ტრანსკამი, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონზე გადის, დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა.

ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით  ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი განმარტებით, ტრანსკამის ეს მონაკვეთი დღეს დილით 08:30 საათზე ჩაიკეტა და ამ დრომდე უცნობია, რა ვადა დასჭირდება მის გაწმენდას და მოძრაობის აღდგენას.