საქართველო-რუმინეთი - ტრავმის გამო 21-წლამდე ნაკრებს ორი მოთამაშე დააკლდა #1TVSPORT
საქართველო-რუმინეთი - ტრავმის გამო 21-წლამდე ნაკრებს ორი მოთამაშე დააკლდა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს, რომელიც 3 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდება, ორი მოთამაშე დააკლდა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საწვრთნელ პროცესში მიღებული ტრავმის გამო, გუნდს რუმინეთთან „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ლევან ოსიყმაშვილი და პრაღის „სპარტას“ ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი ვერ დაეხმარებიან.

21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ხელძღვანელობით გუნდი ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი)

მცველები: სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი (ორივე – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლაშა კვარაცხელია (დაუგავპილსი, ლატვია), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი ბ, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო)

ნახევარმცველები: ნიკა ხორხელი, ლუკა ხორხელი (ორივე – სიონი ბოლნისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა გაგნიძე (რაკოვი, პოლონეთი)

თავდასხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი), შაკო ოგბაიძე (ვიქტორია ბერლინი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. გორში ამხანაგური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფლია.