საქართველო-ლიტვის მატჩი ფეხბურთში არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყება
საქართველო-ლიტვის მატჩი ფეხბურთში არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყება

საქართველო-ლიტვის მატჩი ფეხბურთში არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყება, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან აცნობეს.

საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.