საქართველო ლატვიასთან 2:0 დაწინაურდა | ერთა ლიგა [ვიდეო]

ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს საფეხბურთო ნარები ლატვიასთან 2:0 დაწინაურდა.

რიგის „დაუგავა არენაზე“ მიმდინარე შეხვედრაში ჯაბა კანკავას შემდეგ ლატვიელთა კარი 28-ე წუთზე ვაკო გვილიამ აიღო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით გაიტანა და საქართველო 2:0-ს იგებს. გვილიას გოლის შემდეგ მოედანი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ დატოვა. მის ნაცვლად სათამაშოდ გიორგი აბურჯანია შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის მოგებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს და ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში გასვლას ინაღდებს.