საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი დღეს გაიმართება
საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი დღეს გაიმართება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დღეს საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმი კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის ვიზიტის ფარგლებშია დაგეგმილი.

ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გახსნის. ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია. ღონისძიებაზე პრეზენტაციებით წარდგებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ბიზნესფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი ბიზნესშეხვედრები ქართულ და კვიპროსულ კომპანიებს შორის. ორმხრივი ბიზნესინტერესების სფეროებია: საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება და ვებდიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, საერთაშორისო გადაზიდვები და სხვა.

ბიზნესფორუმი თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, 10:00 საათზე დაიწყება.