საქართველო კორეის რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას გააფორმებს
საქართველო კორეის რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას გააფორმებს

საქართველო კორეის რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულება გამოიცა.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში სეულსა და თბილისს შორის პირველად ჩარტერული ავიარეისები განხორციელდა. წელს კი, იანვარ-ოქტომბერში კორეის რესპუბლიკიდან საქართველოს 15 552 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23.7 პროცენტით მეტია.

ამასთან, საქართველო საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმების გაფორმებას კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან გეგმავს, მათ შორის სეიშელის რესპუბლიკასთან, ტუნისთან და ტაჯიკეთთან.