საქართველო ივნისში ფიჯის დაუპირისპირდება
საქართველო ივნისში ფიჯის დაუპირისპირდება

ცნობილი გახდა ივნისის ტესტებზე საქართველოს ნაკრების მეორე მეტოქის ვინაობა. როგორც იცით ერთ-ერთ ტესტს საქართველო ტოკიოში, იაპონიის ნაკრების წინააღგმდეგ გამართავს.

“ფიჯითაიმსის” მიხედვით, “ბორჯღალოსნების” მეორე მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება. შეგახსენებთ, რომ ფიჯი, 2019 წლის მსოფლიო თასზე, ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთადაა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ფიჯის რაგბის ხელმძღვანელი, ჯონ ოკონორი. “ფიჯი ივნისის ტესტებზე საქართველოს, რუმინეთს და ტონგას უმასპინძლებს” – განაცხადა მან.