საქართველო-იტალია 17:30 საათზე დაიწყება | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდი დღეს მორიგ შეხვედრას იტალიის ნაკრებთან გამართავს.
რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ორი დღის წინ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის დამარცხება ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა ბერძნების გამარჯვებით, ანგარიშით – 17:10 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენს გუნდს ამ შედეგით კონტინენტის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა უკვე გარანტირებული აქვს.
საქართველო-იტალიის მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და ბუდაპეშტიდან პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.