საქართველო ირანში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
საქართველო ირანში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

საქართველო ირანის ისლამურ რესპუბლიკას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამ მიზნით საქართველოს მთავრობის განკარგულება გამოიცა. საუბარია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე.

საქართველო ირანს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხულ ქონებას გადასცემს, მათ შორის წყლის კონტეინერებს, სასმელი წყლის გასაფილტრ კომპლექსებს, საძილე ტომრებს, საკაცებს და საბნებს. გადასაცემი ქონების ჯამური ღირებულება 89 164 ლარია.

ირანში ძლიერი წვიმა მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყო. დაიტბორა 2 000-მდე ქალაქი და სოფელი. წყალდიდობას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.