საქართველო Invest in Georgia-ს ბრენდით ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა
საქართველო Invest in Georgia-ს ბრენდით ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა

საქართველო Invest in Georgia-ს ბრენდით ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაციის (WAIPA) წევრი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სააგენტოს საინვესტიციო მიმართულების გასაძლიერებლად, ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტენდენციების გაცნობის კუთხით.

„ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაცია (WAIPA) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაარსდა გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ. ამჟამად WAIPA-ში მსოფლიო მასშტაბით გაწევრიანებულია 170-ზე მეტი ორგანიზაცია, 130 ქვეყნიდან. WAIPA-ს უმთავრესი მისიაა, ხელი შეუწყოს და განავითაროს თანამშრომლობა მის წევრ სააგენტოებს შორის, გააზიაროს ქვეყნებისა და რეგიონების გამოცდილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, უზრუნველყოს მონაცემთა სხვადასხვა წყაროებზე წვდომა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულებას შესაძლებლობა ექნება, გაუზიაროს სხვადასხვა ქვეყანას საკუთარი გამოცდილება და შეიძინოს ახალი პარტნიორები სამომავლო თანამშრომლობისათვის. ამასთან, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში, რათა მოხდეს ახალი ტენდენციების გაცნობა“,  ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი