საქართველო ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერების საძიებო პლატფორმას შეუერთდა
საქართველო ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერების საძიებო პლატფორმას შეუერთდა

საქართველო ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერების საძიებო პლატფორმას შეუერთდა. OPENTENDER.EU დღეიდან ამუშავდა.

პლატფორმა 35 ქვეყანაში ჩატარებული სახელმწიფო ტენდერების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს.

ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს გარდა, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია საქართველოში, შვეიცარიაში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, სერბეთსა და სომხეთში ჩატარებული ტენდერების შესახებ.

ვებპლატფორმა OPENTENDER.EU ევროკავშირი კვლევითი პროექტ DIGIWHIST-ის ნაწილია, რომლის მიზანიც საჯარო ინფორმაციასთან წვდომის გამარტივება და სახელმწიფო სექტორში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებაა.

პროექტში ექვსი ევროპული კვლევითი ინსტიტუტია ჩართული. როგორც ანტიკორუფციული ევროპული ცენტრის დირექტორ ალინა მუნგიუ-პიპიდის განცხადებაშია ნათქვამი, ვებგვერდზე ტენდერების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, შესაძლებელია მონაცემების ანალიზიც. ახალი პლატფორმით სარგებლობა უფასოა და დღეიდან ამუშავდა.

 

დატოვე კომენტარი