საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დამსწრე გულშემატკივრები შეძენილი ბილეთის საფუძველზე 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ
საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დამსწრე გულშემატკივრები შეძენილი ბილეთის საფუძველზე 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ

გულშემატკივრები, რომელთაც საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინეს, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ამასთან, საფეხბურთო მატჩის გამო, დღეს 01:00 საათამდე დაშვებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროსა და ავტობუსის მუშაობაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.