საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 20 ოქტომბერს დაიწყება #1TVSPORT
საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 20 ოქტომბერს დაიწყება #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ნოემბერში დაასრულებს. ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18-ში ბულგარეთთან სტუმრად ითამაშებს.

ესპანეთთან მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება და ბილეთების გაყიდვა 20 ოქტომბერს biletebi.ge-ზე დაიწყება. ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.