11 აგვისტოს, 17:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე, დრიფტის ჩემპიონატი, Red Bull Car Park Drift, გაიმართება. საქართველოს ავტოსპორტის ისტორიაში, ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც „რედ ბული“ გაუწევს ორგანიზებას.
Red Bull Car Park Drift პირველად 2008 წელს ლიბანში ჩატარდა. ჩემპიონატი ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ტარდება.
შეჯიბრს განსხვავებული ფორმატი აქვს. „დრიფტის მეფის“ ტიტულის მოსაპოვბლად, მონაწილეებს სხვადასხვა ექსტრემალური დავალების შესრულება მოუწევთ. თითოეულ მონაწილეს ქართველი და უცხოელი ავტომრბოლელებით დაკომპლექტებული ჟიური რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასებს.
საქართველოს „დრიფტის მეფე“ ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პირველ სექტემბერს, თურქეთში გაიმართება.
Red Bull Car Park Drift-ში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეობის წესები
Red Bull Car Park Drift-ში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ავტომოყვარულებსა და პროფესიონალ მრბოლელებს. რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს ვებგვერდზე: www. Redbullcarparkdrift.com
ჩემპიონატი არ მოითხოვს FIA-ს წესებისა და რეგულაციების დაცვას, თუმცა თითოეულ მონაწილეს მოუწევს ავტომობილის ტექნიკური შემოწმების გავლა.
მონაწილე ქვეყნები
2019 წლის ჩემპიონატში მონაწილეობენ დრიფტერები შემდეგი ქვეყნებიდან: ლიბანი, თურქეთი, იორდანია, ეგვიპტე, ქუვეითი, ომანი, მაროკო, მავრიტანია, არაბთა გაერთიანებული საამირო. წელს პირველად, მონაწილეთა სიას შეუერთდა საქართველოც.
Red Bull Car Park Drift-ის გამარჯვებულის თურქეთში გამგზავრების ხარჯებს სრულად ფარავს კომპანია „რედ ბული“.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
წყარო – „რედ ბული“ (Red Bull)