საქართველო-ბელარუსის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ
საქართველო-ბელარუსის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 13 ნოემბერს, ქუთაისის რამაზ შენგელია სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება.

დღეს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის“ ბაზაზე გამართა. შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული ამხანაგური მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე ბილეთის ფასი 2 ლარი ღირს მისი შეძენა ინტერნეტში და სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ.

ქუთაისის რამაზ შენგელია სახელობის სტადიონიდან საქართველო-ბელარუსის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 18:00 საათზე შემოგთავაზებთ.