საქართველო-ბელარუსის ისტორიული მატჩი დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე

დღეს, 8 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრები ისტორიულ მატჩში ბელარუსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი 20:00 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.

მატჩის ხილვა შეგიძლიათ ბმულზე: https://player.1tv.ge/

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მოახლოებული მატჩის მნიშვნელობასა და საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი: „ბელარუსის ნაკრებმა ჩვენსავით მოიგო ერთა ლიგის ჯგუფი. გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, საინტერესო ახალგაზრდებიც ჰყავთ – მარტინოვიჩი კარგი მცველია, ახალგაზრდა ლისაკოვიჩი ნიჭიერი თავდამსმხელია. ორივე ძლიერ გუნდში თამაშობს, ზოგადად, კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც სტანდარტულებს ხარისხიანად ასრულებს. შანსი კი 50/50-ზეა“.

ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხაილ მარხელი: „საქართველოს კარგი ევროპული დონის ძლიერი გუნდი ჰყავს. ეს შეხვედრა გამორჩეულია. საერთოდ, ბელარუსის ნაკრებს არასდროს ჰქონია ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი. გასაგებია, რომ ჩვენი ყველა ფსონი სწორედ ამ დაპირისპირებაზე დაიდება. ასეთ თამაშებს არ ვართ შეჩვეულები. ფსონები დიდია და მღელვარება იგრძნობა. ერთი შეხვედრაა და ასეთ დროს ყველაფერი შესაძლებელია. გვესმის, რომ ფავორიტად არ ვითვლებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები:
 ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

ბელარუსის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ალექსანდრ გუტორი (შახტიორი), დენის შჩერბიცკი (ბატე), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი);

მცველები: ალექსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მაქსიმ ბორდაჩოვი (ტორპედო-ბელაზი), დენის პოლიაკოვი (ქაირათი, ყაზახეთი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისუ, ყაზახეთი), ალექსანდრ პავლოვეცი, რომან იუზეპჩუკი (ორივე – დინამო ბრესტი), ალექსანდრ საჩივკო (შახტიორი), ნიკოლაი ზოლოტოვი (ურალი, რუსეთი);

ნახევარმცველები: იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა – ბატე), ივან მაევსკი, მაქს ებონგი (ორივე – ასტანა, ყაზახეთი), პაველ სავიცკი, კირილ პეჩენინი (ორივე – დინამო ბრესტი), იური კოვალიოვი, ვალერი გრომიკო (ორივე – არსენალი, რუსეთი), დმიტრი პოდსტრელოვი (შახტიორი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე – დინამო მინსკი), ანდრეი ხაჩატურიანი (ტორპედო-ბელაზი);

თავდამსხმელები: მაქსიმ სკავიში, ნიკოლაი სიგნევიჩი (ორივე – ბატე), დენის ლაპტევი (დინამო ბრესტი), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი, რუსეთი).