საქართველო-ბელარუსი | გენერალური რეპეტიცია - ჩაკვეტაძე, შესაძლოა, შემდეგ მატჩებში დაგვეხმაროს (გალერეა)
საქართველო-ბელარუსი | გენერალური რეპეტიცია - ჩაკვეტაძე, შესაძლოა, შემდეგ მატჩებში დაგვეხმაროს (გალერეა)

ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრამდე საქართველოსა და ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელებმა ოფიციალური ვარჯიში გამართეს „დინამო არენაზე“ , სადაც ხვალ, 8 ოქტომბერს მატჩი 20 საათზე დაიწყება.

პირველად მოედანზე საქართველოს ნაკრები გამოჩნდა, სამწუხაროა რომ არ ჩანდა ჩაკვეტაძე. პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდია მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ ბელარუსთან გიორგი ვერ ითამაშებს. დავაზუსტეთ, რომ „გენტის“ ფეხბურთელი მცირე ტრავმით ჩამოვიდა, თუმცა არ არის გამორიცხული, დანარჩენ ორ შეხვედრაში – სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოედანზე ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი აქვს ვაისს.

მოედნის კიდიდანაც ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრებში განწყობა საბრძოლოა.

ჩვენი გუნდის შემდეგ მოედანზე ბელარუსები გავიდნენ. მათ შემადგენლობაში თბილისში ჩამოსული ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და გუნდმა 1-საათიანი ვარჯიში გამართა.