საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო ავტომობილის დაჯახების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო ავტომობილის დაჯახების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო ავტომობილის დაჯახების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, აზერბაიჯანის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაჩერებული სატვირთო ავტომობილის მძღოლს ხელის მუხრუჭის გამოყენება დაავაწყდა. ავტომობილი დაგორდა, რის შედეგადაც სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თავად მძღოლი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში მოდიოდა, მანქანაში არ იმყოფებოდა. თვითმხილველების განცხადებით, ის აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან საბუთების გადასაცემად გადავიდა.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი 1993 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მგზავრები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.