საქართველო 16:15 ტონგა – წყნარი ოკეანის თასი
GLOUCESTER, ENGLAND - SEPTEMBER 19: The Georgian team watch as the Tonga team perform the haka ahead of kick off during the 2015 Rugby World Cup Pool C match between Tonga and Georgia at Kingsholm Stadium on September 19, 2015 in Gloucester, United Kingdom. (Photo by Harry Engels/Getty Images)
წყნარი ოკეანის თასის პირველი შეხვედრა ფიჯიზე, სუვაში გაიმართა. მატჩში ერთმანეთს საქართველო და ტონგა დაუპირისპირდნენ.
ტონგელები „ბორჯღალოსნებს“ პირველივე წუთებიდან აქტიურად უტევდნენ, თუმცა ბურთი მეტოქის 22 მეტრიან ზონაში დაკარგეს. მოპოვებული ბურთი კაჭარავამ ბურთი ფრთაზე მათიაშვილს მიაწოდა, რომელმაც სოლო რეიდი მოაწყო, ბურთი ფეხით შეიცურა და შესანიშნავი ინდივიდუალური ლელო შემოგვთავაზა – 7:0.
ტაიმის დასრულებამდე მათიაშვილმა მონაგარს ორი ჯარიმა მიამატა, რასაც ტაკულუამ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა.
ტონგელები საკუთარ ნახევარზე ხშირად ჯარიმდებოდნენ და სოსო მათიაშვილმა „ბორჯღალოსნების“ მონაგარს მეორე ტაიმის დასაწყისშიც სამი ქულა შემატა – 16:3.
კუნძულელები დარჩენილ დროში ძალიან გააქტიურდნენ და საქართველოს ნაკრებს ორი ლელო დაუდეს. მატჩის ბოლო ლელო 79-ე წუთზე ჰალაიფონუამ დაამიწა და ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა 16:15.
შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ ერთ წუთში „ბორჯღალოსნებმა“ თავი კარგად დაიცვეს და მინიმალური უპირატესობა შეინარჩუნეს. საქართველომ ტონგა ზედიზედ მესამე შეხვედრაში დაამარცხა.
„ბორჯღალოსნები“ 16 ივნისს, წყნარი ოკეანის თასის მეორე ტურში მასპინძელ ფიჯის დაუპირისპირდებიან.