საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. ისინი შვიდი პირის გათავისუფლებას ითხოვენ. საპროტესტო აქციაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
ცოტა ხანში თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.