საპროტესტო გამოსვლების გამო,​ უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
საპროტესტო გამოსვლების გამო,​ უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცისთვის ცეცხლის გახსნის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე გუბერნატორმა, ტონი ევერსმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად ეროვნული გვარდიის გამოყენების საშუალებას აძლევს.

საპროტესტო გამოსვლები უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში კვირას, მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ უბანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ შავკანიანი მამაკაცი დაჭრა.

გუშინ საპროტესტო აქცია კენოშაში არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც დემონსტრანტების ნაწილმა ქალაქის სასამართლოს შენობაში შეჭრა სცადა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.