საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის საფეხბურთო მაისური დაწვეს
საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის საფეხბურთო მაისური დაწვეს.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ.
პარლამენტთან შეკრებილების თქმით, ფეხბურთელს, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს, სურს, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, რაც სამარცხვინოა.
საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, პირველად, არაპირდაპირი წესით აირჩევს.