საპროტესტო აქციები საფრანგეთის 30-ზე მეტ ქალაქში იმართება, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლების რეაგირება პროტესტზე „მტკიცე, მაგრამ გაზომილი“ უნდა იყოს [ვიდეო]
საპროტესტო აქციები საფრანგეთის 30-ზე მეტ ქალაქში იმართება. ფრანგული მედიის ცნობით, დემონსტრაციებია მარსელში, ნიცაში, ნანტში, ლიონსა და პარიზში.
ამასთან, „სქაინიუსის“ ცნობით, საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი დღეს დილით პროკურორებს შეხვდა, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული პროტესტების სამართლებრივი პროცედურები განეხილათ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების რეაგირება პროტესტზე „მტკიცე, მაგრამ გაზომილი“ უნდა იყოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დემონსტრაციების დროს საფრანგეთში 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, თუმცა ბრალდების წაყენების შემდეგ პატიმრობა მხოლოდ 14 პირს შეუფარდეს.