საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლის, ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლის, ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვას მხარი დაუჭირა

ლევან მაჭავარიანი პარლამენტში ირაკლი ბერაიას შეცვლის.

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლის, ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვას მხარი დაუჭირა.

„ჩვენ, როგორც ამას კანონი მოითხოვს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მივიღეთ შესაბამისი დოკუმენტაცია და შესაბამისი თანხმობა ბატონი ლევან მაჭავარიანისა, რომ ის გახდეს ადგილმონაცვლე და საქართველოს პარლამენტის წევრი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.