საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუმარტა, ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი ითვალისწინებს, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

დეპუტატის თქმით, ნათელაშვილი და ხოშტარია საშემოდგომო სესიის არც ერთ სხდომას არ დასწრებიან.

„ავტომატურად მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. ბუნებრივია, კომიტეტი ვალდებულია, საკითხი განიხილოს და დასკვნა პარლამენტის პლენარულ სხდომას მიაწოდოს. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.