საპრეზიდენტო არჩევნებამდე, უკრაინაში საარჩევნო კომისიებს 24-საათიან რეჟიმში პოლიციელები დაიცავენ
საპრეზიდენტო არჩევნებამდე, უკრაინაში საარჩევნო კომისიებს 24-საათიან რეჟიმში პოლიციელები დაიცავენ

საპრეზიდენტო არჩევნებამდე, უკრაინაში საარჩევნო კომისიებს 24-საათიან რეჟიმში პოლიციელები დაიცავენ. კომისიების დასაცავად მობილიზებულია დაახლოებით 400 პოლიციელი. ისინი კომისიებში ბიულეტენების მიტანის პროცესს გააკონტროლებენ.

როგორც უკრაინის პოლიციის უფროსის მოადგილემ განაცხადა, ბოლო 24 საათში სამართალდამცავებმა 145 შეტყობინება მიიღეს, რაც საარჩევნო პროცესის დარღვევებს უკავშირდებოდა. ყველა მათგანზე გამოძიება დაწყებულია.

პოლიციის ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან მიღებულია 3 500 საჩივარი, საიდანაც 202 შემთხვევაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.