საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს
საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს. ოთხ ადამიანს ტერორისტული დაჯგუფების ჩამოყალიბებასა და იარაღის უკანონო შესყიდვაში დასდეს ბრალი. ეჭვმიტანილები მათი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შემდეგ, 6 ნოემბერს დააკავეს. ბრალდებულების ასაკი 22-დან 62 წლამდე მერყეობს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ულტრამემარჯვენეები არიან, რომლებიც ემანუელ მაკრონზე თავდასხმას გეგმავდნენ. ბოროტმოქმედების სამიზნეთა შორის ასევე იყო საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ფრანგი მემარცხენე პოლიტიკოსი ჟან ლიუკ მელსნშონი.