საპოროს საოცარი სტადიონი, სადაც რაგბში 2019 წლის მსოფლიო თასის მატჩები გაიმართება (ვიდეო)
საპოროს საოცარი სტადიონი, სადაც რაგბში 2019 წლის მსოფლიო თასის მატჩები გაიმართება (ვიდეო)

იაპონიაში, რამდენიმე დღეში, რაგბში 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყება. ყველაზე საინტერესო სტადიონი საპოროშია, სადაც მხოლოდ ორი მატჩი გაიმართება.

„საპორო დოუმი“ თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების ნამდვილი ნიმუშია – ფიქსირებული სახურავით და ორი მოედნით. არენა 2002 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ააშენეს და ის 50 ათასს მაყურებელს იტევს. სწორედ ამ არენაზე გაუტანა გერმანიამ საუდის არაბეთს 8 გოლი, ხოლო ინგლისმა არგენტინა დაამარცხა და დევიდ ბექჰემმა სამხრეთ ამერიკელებზე წინა მსოფლიო თასზე გავარდნისთვის შური იძია.

„საპორო დოუმი“ ამის შემდეგაც აქტიურად იყო დატვირთული და უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპს სათხილამურო სპორტში, იმართება ფეხბურთისა და ბეისბოლის თამაშები.

ეს კი ყველაზე საინტერესოა: საპორო კუნძულ ჰოკაიდოზე, იაპონიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს, სადაც საკმაოდ მკაცრი კლიმატია. ამ მიზნით, „საპორო დოუმის“ ტრიბუნები მთლიანად გადაიხურა, ხოლო ბეისბოლის და ფეხბურთი-რაგბისთვის აბსოლუტურად განსხვავებული მოედნებს გამოიყენებენ.

საქმე ისაა, რომ ბეისბოლის მოედანი ხელოვნურია, ფეხბურთისა და რაგბის მატჩები კი ბუნებრივ საფარზე იმართება. სტადიონზე მოედნებს და ტრიბუნების განლაგებას საგანგებო მექანიზმით ცვლიან. საფარის ჩანაცვლების ძალიან საინტერესო პროცესი კი შეგიძლიათ ვიდეოზე იხილოთ.