საპენსიო სააგენტო - საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია, აქედან 292 მილიონი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელია
საპენსიო სააგენტო 15 თებერვლის მდგომარეობით არსებულ სტატისტიკას ავრცელებს.
„2022 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 292 მილიონი ლარია. მიმდინარე წლიური მომგებიანობა 11.6%, ხოლო ფონდის გაშვების დღიდან მომგებიანობა 33%-ს შეადგენს. პორთფელის 36% ცვალებად საპროცენტო განაკვეთში (მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები), ხოლო 64% ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში (სადეპოზიტო სერთიფიკატები) 100% ლარში, ცხრა კომერციულ ბანკშია განთავსებული“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა ოდენობა შეადგენს 1 250 000 მონაწილეს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,524-მა ადამიანმა ისარგებლა.