საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ბრალდებულ დავით ცინარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. დაცვის მხარე კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

პროკურატურა დავით ცინარიძეს მეუღლის მიმართ ძალადობასა და მუქარას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა დავით ცინარიძე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

დატოვე კომენტარი