საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად ალექსანდრე ბირთველიშვილი დაინიშნა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად ალექსანდრე ბირთველიშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი ალექსანდრე ბირთველიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.  ალექსანდრე ბირთველიშვილმა თანამდებობაზე დავით ჟოჟუაშვილი შეცვალა.

ალექსანდრე ბირთველიშვილი 1978 წელს დაიბადა. 1995-1999 წლებში ალექსანდრე ბირთველიშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სრული კურსი გაიარა.

2000 წელს მან კარიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთაწმინდის სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო.
2000-2004 წლებში მუშაობდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ძებნის ქვეგანყოფილების ინსპექტორად;

2004 წელს საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს ლიდერების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ინსპექტორის პოზიციაზე;

2004-2006 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის შს მთავარი სამმართველოს\სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს ძებნის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი, ხოლო შემდეგ – ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე;

2006-2008 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის ავჭალის განყოფილების უფროსი გამომძიებელის პოზიციაზე;

2008 წელს საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, დეტექტივების განყოფილების უფროსად.

2008-2010 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსი;

2010-2012 წლებში საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, N17-ე დაწესებულების დირექტორად;

2014 წლიდან დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს-გამომძიებლად, ხოლო შემდეგ – ამავე რეგიონში ქარელის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს გამომძიებლად;

2014-2015 წლებში საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე;

2015-2016 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსად;

2016-2017 წლებში მან საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;

2017 წლიდან ამ დრომდე ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

ფლობს რუსულ ენას; ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.