საპატრულო პოლიცია, კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან მონიტორინგს განახორციელებს
საპატრულო პოლიცია, კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან მონიტორინგს განახორციელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

დატოვე კომენტარი