საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის წევრები ამ წუთებში ტოვებენ საპატრიარქოს. ჯერჯერობით სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარები არ გაკეთებულა.

როგორც ცნობილია, სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინაცია იყო.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, „სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია ან მისგან თავის შეკავება არ შეიძლება, იყოს სავალდებულო“.

სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოწვევით გაიმართა.

სინოდის განჩინება სავარაუდოდ დღის ბოლომდე გავრცელდება.