საპატრიარქოს გამწვანების აქციას ოლიმპიური და პარალიმპიური მედალოსნები შეუერთდნენ
საქართველოს საპატრიარქოს ფონდის, „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით, მცხეთაში, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა, რომელსაც წარმატებული სპორტსმენები და პარასპორტსმენები შეუერთდნენ.
პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მედალოსნები გამწვანების აქციაში პირველად გასულ წელს სვეტიცხოველში მონაწილეობდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები.
ქართული სპორტის და და პარასპორტის წარმატებულმა წარმომადგენლებმა წმინდა ტაძრის ეზოში ზეთისხილის ნერგები დარგეს.
მათი თქმით, მსგავს ინიციატივას მომავალშიც სიამოვნებით შეუერთდებიან, რადგან აქცია საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემის მოგვარებას ემსახურება.
„ეს აქციაც მნიშვნელოვანია და ის ფაქტიც, რომ „გაამწვანე საქართველო“ საპატრიარქოს ინიციატივაა. ამიტომ მას სიამოვნებით შევუერთდი, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანია“, – ამბობს ლაშა ტალახაძე.