საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა შევარდა.
შემთხვევის შედეგად მოგლეჯილია საპატრიარქოს ჭიშკარი და შლაგბაუმი.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
