საპატრიარქო - მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან და დაესწროს ლოცვას
საპატრიარქო - მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან და დაესწროს ლოცვას

მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„როგორც მოგეხსენებათ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, ქაშუეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას“,- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი