საპატრიარქო – ილია მეორის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური

08:52, 17.03.2026

პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.

ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი