საპატრიარქო – ღვთივგანისვენა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტმა აბრაამმა, სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდის წევრებს, ეპარქიის სასულიერო პირებს, მრევლს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

13:36, 25.11.2026

საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის, აბრაამის (გარმელია) გარდაცვალების გამო.

საპატრიარქო სამძიმარს უცხადებს წმინდა სინოდს, ეპარქიის სასულიერო პირებსა და ოჯახს.

„მწუხარებით ვიუწყებით, რომ ამა წლის 25 ნოემბერს ღვთივგანისვენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია)

სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული“, – წერს საპატრიარქო.

მსგავსი