საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მომხრეა, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს
საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მომხრეა, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს

საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მომხრეა, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით გუნდში განხილვები იყო.

„სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ვადასტურებ, რომ ნამდვილად იყო პარტიაში და პარლამენტის შიგნითაც განხილვები. პრინციპში, გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მართვა და კოორდინაცია სამინისტროს სახით.

როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს არის პრემიერის პრეროგატივა. საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მან უნდა მიმართოს პარლამენტს“, – განაცხადა არჩლ თალაკვაძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, განხილვის ინიციატორი საზოგადოებისა და კულტურის სფეროს მუშაკები არიან.

„განხილვის ინიციატორი გახდა საზოგადოებისა და კულტურის სფეროს მუშაკთა მომართვა პარლამენტის და მთავრობის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, იგნორირებას ვერ გავუკეთებთ საზოგადოების მოთხოვნას, რომ განვიხილოთ ეს საკითხი. კონკრეტულად რა არგუმენტებით მოხდება გაყოფა, თუ ეს მოხდება, ამაზე უკვე ვიმსჯელებთ შემდეგ როდესაც მთავრობის მხრიდან მივიღებთ შესაბამის წინადადებას“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.