საპარლამენტო უმრავლესობაში ახალ ფრაქციებს ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ
საპარლამენტო უმრავლესობაში ახალ ფრაქციებს ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ

საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ფრაქცია შეიქმნება. პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი ბიძინა გეგიძე იქნება, ხოლო მეორე ფრაქციას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.

ამ დროისთვის, ბიძინა გეგიძის ფრაქციის წევრებად ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი აბუსერიძე და ზაზა პაპუაშვილი მოიაზრებიან.

რეგლამენტით, ფრაქციის შექმნას ექვსი დეპუტატი სჭირდება.

საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით რამდენიმე ფრაქციის შექმნის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ფრაქციების შექმნა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.